ოსლოს მერი საკუთარი ხელფასის შემცირებას მოითხოვს
ოსლოს მერი საკუთარი ხელფასის შემცირებას მოითხოვს

A+ A-

20:45 24/02/2021

ნორვეგიის დედაქალაქის ოსლოს მერი მარიან ბორგენი მიიჩნევს, რომ მაღალ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსების ანაზღაურება საკმაოდ დიდია, მათ შორის - თავად მისი.

გამოცემა Norway Today წერს, რომ ბორგენს ხელფასების კლება სურს და ანაზღაურების ახალ სისტემაზე საუბრობს.

"ჩემი ხელფასი ძალიან მაღალია, შემცირება ძალიან კარგი იქნებოდა", - განაცხადა მარიან ბორგენმა.

ოსლოს მერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსია - მისი წლიური ხელფასი 1.4 მილიონ ნორვეგიულ კრონზე მეტია.