25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:33 24/02/2021

ვერძი

შესაძლოა, თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობა და დამოუკიდებალად საკითხების გადაწყვეტა სხვებისთვის მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. მართალია სხვების მოსაზრებები არ გაინტერესებთ, მაგრამ სასურველია გამოიჩინოთ დიპლომატია.

კურო

დაისახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ მომავალზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ძველი საქმეების დასრულება, რათა უფრო ეფექტურად ჩაერთოთ სიახლეებში და მოახდინოთ ფიზიკური და გონებრივი ძალების კონცენტრირება კონკრეტულ, ძირითად საკითხზე.

ტყუპები

ნებისმიერ საკითხს კარგად გაართმევთ თავს თქვენი მოხერხებულობის და გონიერების წყალობით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დიპლომატიურობით დღეს არ გამოირჩევით დაპირდაპირობით შესაძლოა გარშემომყოფებიც გაანაწყენოთ.

კირჩხიბი

დღეს ემოციებისგან თავისუფალი, ციფრებისა და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაციონალურად შეძლებთ სამომავლო გეგმა -პროექტების შედგენას. რომელიც დიდ პერსპექტივას გადაშლის თქვენს წინაშე.

ლომი

სჯობს მიჰყვეთ დღის გეგმებს. სასურველია მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობებში. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი და პირდაპირი.

ქალწული

თავი შეიკავეთ აქტიური ქმედებებისგან, ოჯახის წევრების, მეგობრებისა და კოლეგების ნაცვლად ნუ აიღებთ ვალდებულებებს საკუთარ თავზე, მაგრამ ნურც სხვებზე მანიპულირებას და მითითებებს შეეცდებით.

სასწორი

მიჰყევით კრეატიულ იდეებს, იმოქმედეთ არასტანდარტულად, საქმისადმი ჩვეულებრივი დამოკიდებულებით ვერ მიიღებთ სასურველს, ხოლო შემოქმედებითი მიდგომებით წარმოუდგენელ შედეგებზე გახვალთ.

მორიელი

მიუხედავად უამრავი მოსაგვარებელი საქმისა შინ თუ გარეთ, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ, ყველას გაოცებას შეძლებთ. დღის ენერგიები თითქოს ხელს გიწყობთ ნებისმიერ საქმიანობაში.

მშვილდოსანი

დღეს თქვენი გონებრივი შესაძლებობები, ენერგიულობა და აზარტული ჟინი საქმის მიმართ, საშუალებას მოგცემთ მოიფიქროთ პრობლემების არასტანდარტული გადაჭრის გზები.

თხის რქა

თავი შეიკავეთ ფარული და არაეთიკური ქმედებებისგან, მოეშვით სხვების დადანაშაულებას, იყავით თვითკრიტიკული და ობიექტური. დაშვებული შეცდომების გამოსწორება ამგვარად შესაძლებელია.

მერწყული

მოგიწევთ შეეჩვიოთ ახალ რიტმს, რომელსაც შეცვლილი გარემოება გთავაზობთ. ირგვლივმყოფთა ყურადღება და განცდა, რომ საჭირო ადამიანი ხართ, ძალიან გაბედნიერებთ.

თევზები

შესაძლოა, დაფიქრდეთ კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე, გააანალიზეთ საით, რომელი მიმართულებით სჯობს საქმიანობის გაგრძელება, მაგრამ გაითვალისწინეთ აწმყო, რეალობა და თქვენი ახლანდელი შესაძლებლობები.

მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ