რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია - "ოკუპაციის 100 წელი" იმართება (Live)
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია - "ოკუპაციის 100 წელი" იმართება (Live)

A+ A-

19:08 25/02/2021

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია "ოკუპაციის 100 წელი" იმართება. პარლამენტის შენობასთან "მოძრაობა სირცხვილიას" აქტივისტები შეიკრიბნენ.

"რუსთაველის გამზირზე ახლა ისე, როგორც არასდროს საჭიროა ქუდზე კაცი გამოვიდეს. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გაუკეთებია კარგი რუსეთს ჩვენთვის და რა გაუკეთებია ცუდი. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა ჩრდილოეთში და სიბნელეში დაბრუნება, თუ გვინდა დაბრუნმება ევროპულ ორბიტაში, სადაც რეალურად გველოდებიან ჩვენი ოჯახის წევრები", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.