საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი წელი გავიდა

A+ A-

10:33 26/02/2021

ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე მამაკაცი, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში ოფიციალურად აღრიცხულია კორონავირუსის 269 800 შემთხვევა. მათგან 263 727 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 475 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, თუმცა, ამჯერად სავარაუდო ვადად სახელდება მარტის პირველი ნახევარი.