საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა

A+ A-

10:58 26/02/2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 485-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 337 ადამიანს დაუდასტურდა, 320 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.