თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

A+ A-

13:28 26/02/2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

"საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
• ბესიკის ქუჩა
• ლესია უკრაინკას ქუჩა
• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
• 9 აპრილის ქუჩა
• ანტონ ფურცელაძის ქუჩა
• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
• გია ჭანტურიას ქუჩა
• რეზო ლაღიძის ქუჩა
• ვასო აბაშიძის ქუჩა
• მესხიას ქუჩა

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.