"ვინერვიულე, განვიცდიდი, რომ შევდიოდი, ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია"
"ვინერვიულე, განვიცდიდი, რომ შევდიოდი, ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია"

A+ A-

18:08 26/02/2021

ნიკა მელია ადვოკატებმა მოინახულეს, მათ შორის "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგ ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ენმ-ის ლიდერი თავს მხნედ და კარგად გრძნობს, იცის ის რეაქციები, რაც მის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებაში მოჰყვა, ხოლო პროკურატურის მორიგ შეთავაზებას გირაოზე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ნიკა მელია "დასცინის".

"ვინერვიულე, განვიცდიდი რომ შევდიოდი, ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია. მაინტერესებდა როგორს ვნახავდი, ნიკა მელია არ მინახვს ციხეში და არ არის ეს მარტივი, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არის ძალიან მხნედ დასვენებული, გამოძინებული, იუმორით და არ აქვს დაკარგულ ის რწმენა, რაც ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში.

განაცხადა, რომ გირაო მისთვის სასაცილო და შეურაცხმყოფელია. პირდაპირ ასე თქვა - ბიძინა ივანიშვილზე მეტი მტერი იქნება ის ადამიანი, ვინც ე.წ. კეთილი ზრახვებით ფსევდო გულშმატკვარი გამოინახება და გადაიხდის ამ გირაოს მის ნაცვლად.

მან კარგად იცის საერთაშორისო გზავნილებიც და მისი პოზიცაა, რომ ყინული დაიძრა და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლებაც კი, ესე თქვა მან, არ შეიძლება იყოს მოლპარაკებების საგანი. მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს ამ ხელისულფების წასვლა და ვადამდელი არჩევნები წელსვე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.