"ნიკამ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრიფინგი მისთვის იყო სასაცილო, შანსი არის ნული იმის, რომ გირაო გადაიხადოს"
"ნიკამ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრიფინგი მისთვის იყო სასაცილო, შანსი არის ნული იმის, რომ გირაო გადაიხადოს"

A+ A-

18:48 26/02/2021

ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის. ამის შესახებ საძაგლიშვილმა  რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ნიკა გვარამიასთან ერთად იმყოფებოდა.

"ნიკამ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრიფინგი მისთვის იყო სასაცილო. შანსი არის ნული იმის, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს. ეს არ ყოფილა მოულოდნელი, ეს იყო დადგმული ტრიუკი უცხოელების შეცდომაში შესაყვანად. ის არის მხნედ, საბრძოლო განწყობაზეა და ყველაზე მეტად რასაც ის ხაზს უსვამს, ორჯერ მოვინახულე და ორივეჯერ ამაზე ისაუბრა, ის არის ამაყი, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მყოფმა ადამიანებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს პოლიციას.

როგორც იცით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად გვითხრა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, თუმცა ამით არაფერი არ დასრულებულა, იმიტომ რომ თავად ბრალდების და დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმება. ამას სჭირდება ახალი საფუძველი, ისეთი გარემოება, რომელიც არ არსებობდა მისთვის პატიმრობის შეფარდების დროს", - აცხადებს ადვოკატი