"ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, ყოველი ძვალი, კუნთი წაიღო"
"ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, ყოველი ძვალი, კუნთი წაიღო"

A+ A-

10:11 28/02/2021

კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ დედა, ასევე მისი მეუღლე დავით უსუფაშვილი და მათი შვილები უკეთესად არიან

"ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, რომ მოვიწერო - გადავიარე, მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი წაიღო. ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე - წინაზე მძიმე. ესაა... დათო უკეთაა, დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს, 10, 12, 14 დღეა უკვე და ჯანგბადი უბრალოდ არ არის. არ ვიცი, საიდან მოვა“ - წერს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელს, მის მეუღლეს დავით უსუფაშვილს და მთელ ოჯახს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.