"თუ ღარიბაშვილს უნდა ასეთი ლაპარაკით გააგრძელოს საქმე, ბრიუსელში ხელცარიელი ჩავა"
"თუ ღარიბაშვილს უნდა ასეთი ლაპარაკით გააგრძელოს საქმე, ბრიუსელში ხელცარიელი ჩავა"

A+ A-

15:24 02/03/2021

 "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

"იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. თუ ღარიბაშვილს უნდა ასეთი ლაპარაკით გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ბრიუსელში სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, იქ ხელცარიელი ჩავა თუ მივა რაღაცით. ფაქტია, რომ თუ 2 კვირის თავზე რაიმე პროგრესი არ იქნება ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა უგულავამ.

ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბება. პოლიტიკური პარტიების ლიდერების განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ, გუშინ გამართული მოლაპარაკება და ის ორკვირიანი ვადაა, რომელიც მხარეებს შეთანხმებისთვის აქვთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით გამართული შეხვედრის შემდეგ, ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირველი შეხვედრაა.