თბილისში ნიკა მელიას ბანერი - "თავისუფლებისთვის" გამოჩნდა
თბილისში ნიკა მელიას ბანერი - "თავისუფლებისთვის" გამოჩნდა

A+ A-

15:42 02/03/2021

"თავისუფლებისთვის"- ამ წარწერით თბილისში ნიკა მელიას ბანერი გამოჩნდა.

ბანერი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზეა განთავსებული.

ოპოზიციის წევრების თქმით, მათი ლიდერის სოლიდარობის მიზნით გააკეთეს და მოითხოვენ, დაუყონებლივ გაათავისუფლონ მელია.

"მელიას გათავისუფლების მოთხოვნით და სოლიდარობის მიზნით გაკეთდა ეს ბანერი. ნიკა მელია უკანონო პოლიტიკური პატიმარია. ვითხოვთ მის და რურუას უპირობო გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია.