"თუ ატყდებიან სამგლე გოჭებივით, ამას მოჰყვება სანქციები და შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში"
"თუ ატყდებიან სამგლე გოჭებივით, ამას მოჰყვება სანქციები და შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში"

A+ A-

18:34 02/03/2021

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ამას ევროპისა და აშშ-ს მხრიდან საქნციები მოჰყვება.

ამის შესახებ ნათელაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც "ლეიბორისტების" ოფისში გამართა.

"მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ამაყი განცხადება, რომ ახალი არჩევნები არის მათთვის წითელი თუ ლურჯი ხაზი, 15 წუთის შემდეგ ცხვირწინ დაუდეს დოკუმენტის პროექტი, 6-პუნქტიანი, რომლის მეხუთე პუნქტი პირდაპირ საუბრობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, ევროპა-ამერიკიდან, რომ შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.