"მისასალმებელია, თუ საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან"
"მისასალმებელია, თუ საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან"

A+ A-

12:21 03/03/2021

"ქართულ ოცნებაში" მიესალმებიან ოპოზიციის გადაწყვეტილებას, პროტესტის შედარებით ფრთხილი ფორმების არჩევის შესახებ.

უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი იხსენებს 2 მარტს, ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას და აცხადებს, რომ კონსტრუქციულ დიალოგზე შეთანხმების შემდეგ ასეთი ნაბიჯი, მინიმუმ, არასერიოზულობაზე მიანიშნებს.

"რამდენიმე საათით ადრე როცა საუბრობ კონსტრუქციულ დიალოგზე და რამდენიმე საათში კანონდარღვევაზე მიდიხარ, ყველას შევახსენებ, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ იყვნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. სხვა მხრივ, მისასალმებელია, თუ ცვლიან ფორმას საკუთარი ქმედებებისა, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის და, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.