"ჩვენთვის არ არის მისაღები, დავტოვოთ რამე სივრცე, რომ ხელისუფლებამ ამით ისპეკულიროს"
"ჩვენთვის არ არის მისაღები, დავტოვოთ რამე სივრცე, რომ ხელისუფლებამ ამით ისპეკულიროს"

A+ A-

12:35 03/03/2021

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, ოპოზიციის გუშინდელი აქციაც მშვიდობიანი იყო, თუმცა შემდეგში პროტესტი იქნება კიდევ უფრო ფრთხილი, რათა ხელისუფლებას სპეკულირების სივრცე არ დაუტოვონ.

„გუშინდელი აქციაც აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, არ ისახავდა მიზნად ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვას, უბრალოდ, ჩვენ დამატებით ვეცდებით, ხელისუფლებას მოვუსპოთ ყველანაირი საბაბი იმის თქმის, რომ ოპოზიცია არის არაკონსტრუქციული. ახლა, როცა ვართ ქვეყნის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მივდივართ ევროპისკენ, ვიღებთ ევროპის დაინტერესებას და მათ მედიაციას, ფუნდამენტურად ვხდებით ევროპის ნაწილი, თუ არა. ჩვენთვის არ არის მისაღები, დავტოვოთ რამე სივრცე, რომ ხელისუფლებამ ამით ისპეკულიროს. შემდეგ ში ჩვენი პროტესტი იქნება კიდევ უფრო ფრთხილი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავუტოვოთ ხელისუფლებას სპეკულირების სივრცე“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ოპოზიცია კონსულტაციებისთვის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიკრიბება.