ქუთაისში, საშაურმე "მეაში" მომხმარებელმა ჰოთდოგში ცოცხალი ჭიაყელა აღმოაჩინა
ქუთაისში, საშაურმე "მეაში" მომხმარებელმა ჰოთდოგში ცოცხალი ჭიაყელა აღმოაჩინა

A+ A-

10:00 05/03/2021

ქუთაისში, საშაურმე "მეაში" მომხმარებელმა ჰოთდოგში ცოცხალი ჭიაყელა აღმოაჩინა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ლევან დათიაშვილი ავრცელებს.

"ვიყიდე ორმაგი ჰოთდოგი, მოვკბიჩე და აღმოჩნდა სამმაგი. ცოცხალი ჭიაყელა დადიოდა შიგნით.  შევედი "მეაში" და აგერ  ჭიაყელაა ცოცხალი შიგნით-მეთქი და სრული სერიოზულობით მპასუხობს: არაუშავს კაცო, ხდება ხოლმეო.

ასე რომ, "მეაში" ასე ხდება ხოლმე. ცნობისთვის, ყველა ბავშვი და მოზარდი პირველი და მესამე სკოლიდან, აქ ჭამს ყოველდღე", - წერს ლევან დათიაშვილი.