სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები COVID-19-ის ვაქცინით აცრეს
სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები COVID-19-ის ვაქცინით აცრეს

A+ A-

12:43 05/03/2021

სან-დიეგოს ზოოპარკში რამდენიმე დიდ პრიმატს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს.  ვეტერინალურ-ფარმაცევტული ფირმა Zoetis-ის ვაქცინის ორი დოზა 4 ორანგუტანგს და 5 ბონობოს გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ზოოპარკმა პრიმატების აცრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იქ გორილებს შორის კორონავირუსის აფეთქება მოხდა. იანვრის თვეში 8 გორილა გახდა პირველი დიდი პრიმატი მსოფლიოში, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ისინი ამჟამად გამოჯანმრთელებულები არიან.

აცრილ ცხოველებს შორის არის ორანგუტანგი კარენი, რომელიც პირველი იყო ვინც 1994 წელს გულის ღია ოპერაცია გაიკეთა.

ბუნებისდამცველები გორილებში კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ, განსაკუთრებით იმ სახეობების გამო, რომლებიც წითელ წიგნში არიან შეტანილნი.

სან-დიეგოს ზოოპარკი აცხადებს, რომ აცრილ პრიმატებს შორის არცერთს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონიათ და მათ მალევე ჩაუტარდებათ ანტისხეულების შემოწმება, რათა გარიკევს რამდენად ეფექტური იყო ვაქცინა.