"აგერ არის თვითმმართველობის არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან და გინდა მეორედ მოსვლა"
"აგერ არის თვითმმართველობის არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან და გინდა მეორედ მოსვლა"

A+ A-

13:11 05/03/2021

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პლებისციტის თემა თავად ოპოზიციის წამოჭრილია და ამაზე მმართველ პარტიას თანხმობა არ მიუცია.

მისივე თქმით, ახლა ამ თემას თავად ოპოზიციავე აკრიტიკებს სააკაშვილის მითითებით.

"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ დავსხდეთ და ვისაუბრით, მათ შორის, პლებისციტი შემოადგეს, რომელზეც ჩვენ თანხმობა არ მიგვიცია, ამაზე არც ყოფილა საუბარი, თუმცა თვითონ წამოჭრეს თემა, შემდეგ სააკაშვილი გამოვიდა და თვითონ დაგმო, ასეთ ჭრელო პეპელასთან, ეს ოპოზიცია ჯერ ჩამოყალიბდეს რა უნდა, მერე მობრძანდნენ და წარმოადგინონ თავისი პოზიციები. ჩემის აზრით, პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ ვინმეს უნდა გაზომოს თავისი ნდობა საზოგადოებაში აგერ არის თვითმმართველობის არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან და გინდა მეორედ მოსვლა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.