"უმრავლესობას და მინისტრს შორის კითხვა-პასუხს ბევრი რეპეტიცია ექნება გავლილი, ეს იქნება ჩვეულებრივი მასკარადი"
"უმრავლესობას და მინისტრს შორის კითხვა-პასუხს ბევრი რეპეტიცია ექნება გავლილი, ეს იქნება ჩვეულებრივი მასკარადი"

A+ A-

13:17 05/03/2021

"უმრავლესობას და მინისტრს შორის კითხვა-პასუხს, რა თქმა უნდა, ბევრი რეპეტიცია ექნება გავლილი", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი გომელაურის "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში მოსმენას.

როგორც ბოტკოველი ამბობს, დღევანდელი მოსმენა "მასკარადი" იქნება.

"დღეს, უმრავლესობას და მინისტრს შორის კითხვა-პასუხს, რა თქმა უნდა, ბევრი რეპეტიცია ექნება გავლილი. ეს იქნება ჩვეულებრივი მასკარადი. რა კითხვა უნდა დაუსვან უმრავლესობის წარმომადგენლებმა შს მინისტრს? ეს ყოვლად გაუგებარი რაღაცაა. რაც შეეხება ჩვენს კთხვებს, პირველი კითხვა არის, რა თქმა უნდა, ის რაც ჩაიდაინა შსს-მ და ამ შემთხვევაში გომელაურმა. ვისი დავალებით ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. იყო კი ამხელა ღონისძიების ჩატარება საჭირო?", - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.