"მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას შევჯერდით, რომ არასწორია საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია"
"მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას შევჯერდით, რომ არასწორია საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია"

A+ A-

13:28 05/03/2021

გუშინ მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი, აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

უგულავა აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არის მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც შედის მოლაპარაკებების ექვს პუნქტში და პლებისციტზე წინასწარი საუბარი ოპოზიციას უკეთეს მდგომარეობაში არ აგდებს. ამასთან, უგულავას მიაჩნია, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს უფრო დათანხმდება, ვიდრე პლებისციტს.

„აბსოლუტურად უადგილოა და ოპოზიციას ტაქტიკურად არ გვაგდებს უკეთეს მდგომარეობაში წინასწარი დისკუსიები პლებისციტთან დაკავშირებით. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს. პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა დოკუმენტში. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, რადგან პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში. მას ბევრი პლუსი აქვს, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, არის ეს 30 მაჟორიტარი, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდეს 2024 წლამდე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.