24 საათში საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 737 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 91 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %