კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევიდან 176 თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევიდან 176 თბილისში გამოვლინდა

A+ A-

11:07 06/03/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.

სულ  6 ოქტომბრიდან - 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 510 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 789 პირი, აჭარაში - 560, იმერეთში - 691.