"ახალი შტამი ორგანიზმში უფრო დიდ ხანს რჩება, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი"
"ახალი შტამი ორგანიზმში უფრო დიდ ხანს რჩება, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი"

A+ A-

14:20 06/03/2021

კორონავირუსის ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა, ადამიანის ორგანიზმში უფრო დიდ ხანს რჩება, ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს.

მისი თქმით, ჯერჯერობით, ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინები ეფექტიანად მოქმედებს.

"ორი რამ აინტერესებთ ახლა - ხომ არ გაიზარდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა - ჯერჯერობით, ასე არ ყოფილა. ასევე, აინტერესებთ, როგორ მუშაობს ამაზე [ბრიტანულ შტამზე] ვაქცინები. ჯერჯერობით, უარყოფითი შედეგი არ ყოფილა, "ასტრაზენეკა" ამტკიცებს, რომ 75-80% მაინც ეფექტურია ვაქცინა ახალ შტამზე. თუმცა, დაკვირვებები გრძელდება და როგორც კი გამოჩნდება შედეგი, მაშინვე გვეცოდინება",- აცხადებს ზაზა წერეთელი "რუსთავი 2"-თან.

საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დაფიქსირდა.