გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა

A+ A-

18:34 06/03/2021

21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი, გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვის მოხსნა რეალურია, რადგან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ცნობისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.