საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია 27:16 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია 27:16 დაამარცხა

A+ A-

20:52 06/03/2021

რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა.

მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 27:16 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი პორტუგალიის სასარგებლოდ, ანგარიშით 13:10 დასრულდა. მატჩის 18-ე წუთზე პირველი ლელო მირიან მოდებაძემ დადო, 27-ე წუთზე კი - ჯაბა ბრეგვაძემ. შეხვედრის მეორე ნახევარში, გიორგი მელიქიძის ლელომ საქართველო დააწინაურა და ანგარიში 17:16 გახდა. 66-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა სხვაობა 6-მდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებმა, ჯამურად, 22 ქულა მიითვალა. 79-ე წუთმა, თორნიკე ჯალაღონიას ლელომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში განსაზღვრა და ქართველებმა 27 ქულამდე გაზარდეს შედეგი.