გორში ოთხი თვის წინ გაუჩინარებული 21 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს A+ A- 22:01 06/03/2021 გორში, პოლიციამ 21 წლის გიორგი ნონიაშვილის ცხედარი იპოვა. ახალგაზრდას სამართალდამცველები ოთხი თვის განმავლობაში ეძებდნენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ცხედარი ფოთლებით იყო დაფარული და მისი ამოცნობა ოჯახის წევრებსაც კი გაუჭირდათ.