"ამაზრზენი ფაქტია, როცა ივანიშვილის ოჯახი სხვადასხვა ძალოვან უწყებასთან შეთანხმებით ჩაგრავს მოსახლეობას"
"ამაზრზენი ფაქტია, როცა ივანიშვილის ოჯახი სხვადასხვა ძალოვან უწყებასთან შეთანხმებით ჩაგრავს მოსახლეობას"

A+ A-

22:21 06/03/2021

სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები მმართველი პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც შეძახილებითა და პლაკატებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ. ისინი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ხმა ისმის და საუბარია ადამიანების, მათ შორის სკოლის მოსწავლის დაშინებაზე.

"პირველი შემთხვევაა არაა, როცა მოვდივართ აქ და ხელისუფლების ქმედებებს ვაპროტესტებთ. ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ვნახე ჩანაწერებში. ამაზრზენი ფაქტია, როცა ივანიშვილის ოჯახი სხვადასხვა ძალოვან უწყებასთან შეთანხმებით ჩაგრავს მოსახლეობას. ისინი ძალიან საშინელი სიტყვებით მოიხსენიებენ მათ და არც იარაღის გამოყენებას ერიდებიან ერთი კრიტიკული პოსტის ან კომენტარის გამო. ჩვენი მთავარი მოთხოვნისთვის ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ვადამდელი არჩევნები. ამათი დარჩენა ჩვენთვის ყველასთვის არის საფრთხე. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიას გათავისუფლება და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ვანო მაღალაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისთან რუსული წარწერებიც გააკეთეს.