"ამ ნაძირალა პრემიერის (მახინჯი მონის) კეთილ ნებას ველოდოთ, პლებისციტი ვეხვეწოთ და ამ ვითარებაში ვიცხოვროთ?"
"ამ ნაძირალა პრემიერის (მახინჯი მონის) კეთილ ნებას ველოდოთ, პლებისციტი ვეხვეწოთ და ამ ვითარებაში ვიცხოვროთ?"

A+ A-

23:11 06/03/2021

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ტვ პირველის" ეთერში გასულ ჩანაწერს ეხმაურება.

"1. ტვ პირველი ჩანაწერის მოპოვებაც და გაშვებაც ლეგიტიმურია. ეს არაა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიო, ესაა ჟურნალისტების მოპოვებული დანაშაულის ამსახველი მასალა.

2. რომელი წელი იყო თუ რომელი საუკუნე კი არა, ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიც რომ იყოს, ჩვენ ვუსმინეთ კაციჭამიებს, ყველაფერზე წამსვლელ ურჩხულებს.

3. პირადი მხარდაჭერა და პროფესიული კომპლიმენტები TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი Nodar Meladze მაკა ჩიხლაძე

4. ბოდიში, ახლა ამ ნაძირალა პრემიერის (მახინჯი მონის) ღარიბაშვილის კეთილ ნებას ველოდოთ, პლებისციტი ვეხვეწოთ და ამ ვითარებაში ვიცხოვროთ? და ჩემმა შვილმა რომ კომენტარი დაწეროს ბერაზე, სად წავიდე რა უნდა ვქნა?!!!!! ვიღაც კაციჭამია არარაობა ბერას რომ არ მოუვიდეს თვალში, როგორ დავიცვა, მინისტრები და მათი ამალა რომ მოაკითხავს?!!

5. ვადამდელი არჩევნები აქ და ახლა!!!!", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში