"თუ რამის დაძვრა და გამოცვლა უნდა, შეიწყალოს გიორგი რურუა და დაიძვრებოდა ეს პროცესი"
"თუ რამის დაძვრა და გამოცვლა უნდა, შეიწყალოს გიორგი რურუა და დაიძვრებოდა ეს პროცესი"

A+ A-

15:00 10/04/2021

პოლიტიკოსი და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და ის ეფექტური აღმოჩნდა.

"გუშინ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ის ისე ლაპარაკობდა, როგორც ქუჩაში ჩვეულებრივი მოქალაქე, რაღაც სინანულით. თუ რამის დაძვრა და გამოცვლა უნდა, შეიწყალოს გიორგი რურუა და დაიძვრებოდა ეს პროცესი, მაგრამ ასე სურვილებით არ გამოვა არაფერი.

რაც შეეხება მომავალ მოლაპარაკებებს, ვნახოთ რა იქნება, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი და არა ოპოზიციამ. ოპოზიციას მეტი გადასადგამი ნაბიჯი არ აქვს, თან განწყობაც უნდა შეიქმნას. რაც შეეხება გამოკითხვებს, მე არ მჯერა ამ გამოკითხვების, ერთი მარტივი მიზეზის გამო: არასოდეს ამ გამოკითხვებისას ქართველი ამომრჩეველი გულწრფელი არ არის.

რაც შეეხება ბოიკოტს, ბოიკოტი აღმოჩნდა ეფექტური. რომ არა ბოიკოტი, ისე "გაიპრავებდა" თავს ივანიშვილი, დედამიწაზე ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდა, მაგრამ ის, რაც შეიქმნა და ის მაღალი ყურადღება რაც არის, ზუსტად ბოიკოტის დამსახურებაა. საერთოდ, ყველას მინდა გავაგებინო, ბოიკოტის მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც, რომ ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რა თქმა უნდა, რადიკალური, მაგრამ აბსოლუტურად კონსტიტუციური", - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.