კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ წავიდა
კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ წავიდა

A+ A-

23:48 11/04/2021

თბილისის მერი კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ წავიდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კალაძე საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება, თუმცა, რომელ ქვეყანაში იმყოფება ის, მერიის თანამშრომლებს ინფორმაცია არ აქვთ.

კახა კალაძემ დღეს საკუთარი Facebook live-ის დროს თქვა, რომ უცხოეთში იყო. განმარტა ისიც, რომ საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა.

ცნობისთვის, 28 მარტს, კახა კალაძეს იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მერი კლინიკიდან 4 აპრილს გაწერეს.