საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

11:01 12/04/2021

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.