24 საათში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა
24 საათში საქართველოში  კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

A+ A-

11:02 12/04/2021

Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 883-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა.