მელიამ მოსამართლეს მიმართა - ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და რას იტყვიან თქვენზე
მელიამ მოსამართლეს მიმართა - ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და რას იტყვიან თქვენზე

A+ A-

12:55 13/04/2021

რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და რას იტყვიან თქვენზე მეზობლები და ნათესავები, კობახიძემ აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო, ვინც დარბაზშია და დარბაზს გარეთაა. თქვენც მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ენერგიას მაძლევთ და მოტივაცია მეძლევა, იმიტომ, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილი. სულ არაა აუცილებელი მოსამართლეობა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა. საუბარია შსს მაღალჩინოსანზე, რომელიც ამბობს, ამას მავალებდნენ და ვასრულებო. როგორ შეიძლება ახლა, თქვენ მოსამართლე ბრძანდებით, გინდოდეთ სიმართლის დადგენა და არ გაგიჩნდეთ სურვილი ამ ადამიანების დაკითხვის. დინამიკების კაბელები გადააჭრევინეს. ამას თუ არ დააკმაყოფილებთ, გასაგები გახდება ბევრი ადამიანისთვის, რას ემსახურებით თქვენ და მე“, – მიმართა მოსამართლეს ნიკა მელიამ.​