ანზორ მელია - უნდა გამოუშვან, ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება
ანზორ მელია - უნდა გამოუშვან, ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება

A+ A-

13:03 13/04/2021

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება, პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

"თავისუფლებაზე უნდა გამოუშვან, ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება. პოზიტიური მოლოდინები მაქვს, იმიტომ რომ ხელისუფლება ალბათ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება იყოს ხალხში. ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება.

მე ექიმი ვარ, უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველდღიურად და ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისათვის, ხალხს ძალიან უყვარს. არ მეგონა, თუ ამ ასაკში ნიკა ასეთ სიყვარულს დაიმსახურებდა. ამიტომ, ხალხმა იცის ვინ უნდა შეიყვაროს", - განაცხადა ანზორ მელიამ.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებს თუ არა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მას.