"მოსამართლეს და პროკურორს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ არსებობთ, ბრძოლის ჟინს მიასკეცებთ"
"მოსამართლეს და პროკურორს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ არსებობთ, ბრძოლის ჟინს მიასკეცებთ"

A+ A-

13:49 13/04/2021

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლესა და პროკურორს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეგობარს, კოლეგას, ვინც დარბაზშია, მხარს მიჭერს და ვინც დაბრაზის გარეთ არის. ყველა გულშემატკივარს, ვინც თვალყურს გვადევნებს ახლა ტელეკომპანიის მეშვეობით მაინც. თქვენც (მოსამართლეს და პროკურორს) მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ არსებობთ. მართლა, ხუმრობის გარეშე, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიასკეცებთ, ენთუზიაზმს მმატებთ და მოტივაცია მეზრდება და მეზრდება, როდესაც ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი ბულბულაშვილისნაირი პროკურორები. ესეც  ძალიან მაძლიერებს და ამისთვისაც მადლობა მინდა, ცინიზმის გარეშე გადაგიხადოთ"-განაცხადა ნიკა მელიამ.