"ნიკა მელიას პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს"
"ნიკა მელიას პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს"

A+ A-

15:13 13/04/2021

ნიკა მელიას საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ არსებულ მოცემულობაში, არ არსებობს სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.

"ფაქტია, რომ ნაკლებად მზღუდავმა გირაომ ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები, სამართლებრივად არ არსებობდა არანირი სხვა სივრცე, პატიმრობის გამოყენების გარდა.

ამ მოცემულობაში, არ არსებობს სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოყენებული პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.