"დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! ჩემი თვალით ვნახე, როგორ სცემდა გოგოს, სცემდა უმოწყალოდ!"
"დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! ჩემი თვალით ვნახე, როგორ სცემდა გოგოს, სცემდა უმოწყალოდ!"

A+ A-

22:07 14/04/2021

რუსთაველის თეატრის მსახიობს ბესო ზანგურს, რომელიც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა, იმავე ბრალდებას ყოფილი თანაკურსელი ელენე მაცხონაშვილი უყენებს.

ელენე მაცხონაშვილი იხსენებს, როგორ იძალადა მან წლების წინ ქალზე უნივერსიტეტის აუდიტორიაში და როგორ გაუსწორდა მეგობარ გოგონას.

"დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!", - წერს მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში.