"პოლიტპატიმრები არ არიან საქართველოში"
"პოლიტპატიმრები არ არიან საქართველოში"

A+ A-

16:27 15/04/2021

გიორგი გახარიას გუნდის წევრი ალექსანდრე მოწერელია თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

მისივე განმარტებით, ნიკა მელია და გიორგი რურუა, ორივე კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

"რადიკალიზაცია უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. პოლიტპატიმრები არ არიან საქართველოში და ნუ ცდილობთ ახლა, რომ იმ ხალხს, ვინც კონკრეტული დანაშაულისთვის არიან: ერთი სასჯელს იხდის და მეორე პასუხისგებაშია მიცემული, პოლიტპატიმრის იარლიყი ჩამოკიდოთ", - განაცხადა მოწერელიამ.

მისივე განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა განსახილველი თემაა.