"მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის"
"მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის"

A+ A-

11:07 17/04/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველი პოლიტიკოსის მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში. მისი გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის, ვინც თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი დააკლდება ჩვენს საზოგადოებას.

ჩემი კოლეგების სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.