სამართალდამცველებმა გუმათში რკინის კედლის ნაწილი აიღეს
სამართალდამცველებმა გუმათში რკინის კედლის ნაწილი აიღეს

A+ A-

11:31 17/04/2021

რიონის ხეობის მცველების მიერ დასახელებული სამი მოთხოვნიდან, ერთი - გუმათჰესთან აღმართული რკინის კედლის აღება, უკვე შესრულდა. სამართალდამცველებმა რკინის კედლის ნაწილი დღეს, გამთენიისას აიღეს. ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ რკინის ჯებირები რჩება.

პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას, სადაც მშვიდობიან პროტესტს კვლავ გააგრძელებენ და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას. ისინი ხელისუფლების პასუხს ელოდებიან.

ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი 5 თვეზე მეტია, გრძელდება.