ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა მოიხსნა
ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა მოიხსნა

A+ A-

17:52 18/04/2021

ისრაელმა ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა გააუქმა. გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ღია სივრცეებში პირბადის ტარების გაუქმების მიუხედავად, ისრაელის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში მისი ტარება.

გარდა ამისა, ხანგრძლივი პასუხის შემდეგ მაისიდან ისრაელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის.

პანდემიის გამო წელიწადზე მეტი ხნის წინ ჩაკეტილი საზღვრები, უცხოელი სტუმრებისთვის 23 მაისიდან გაიხსნება.

ქვეყანაში ჩასვლამდე ტურისტებმა კოვიდტესტი უნდა გაიკეთონ და წარადგინონ ვაქცინის ორჯერ ჩატარების შესახებ ცნობა.