თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

A+ A-

00:01 12/05/2021

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ რიშონ ლეციონში 50 წლის ქალი დაიღუპა.

ერთი რაკეტა მოძრავ ავტობუსს დაეცა, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

"ჰამასი“ აცხადებს, რომ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა.

სირენების ხმა ისმის თელ-ავივის აღმოსავლეთით, ბენ გურიონის აეროპორტთანაც, რომელმაც დაბომბვის გამო ფრენების მიღება შეაჩერა.

დაბომბვის შედეგად განადგურდა 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელებული იყო.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.