ნეთანიაჰუ - "ჰამასი" ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე ფასს გადაიხდის
ნეთანიაჰუ - "ჰამასი" ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე ფასს გადაიხდის

A+ A-

00:19 12/05/2021

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასი" ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე ფასს გადაიხდის.

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, უსარფთხოების ინსტრუქციები დაიცვან, რათა მსხვერპლი თავიდან იქნას აცილებული.

"ჩვენ გავმართეთ თათბირი და მივიღეთ გადაწყვეტილება - "ჰამასი" გადაიხდის მაღალ ფასს ისრაელის ტერიტორიის დაბომბვისთვის", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ რიშონ ლეციონში 50 წლის ქალი დაიღუპა.

ერთი რაკეტა ავტობუსს დაეცა, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

"ჰამასი“ აცხადებს, რომ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა.

დაბომბვის შედეგად განადგურდა 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელებული იყო.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.