დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა
დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა

A+ A-

15:44 15/05/2021

"თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ სპორტსმენებს"- ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბრალდებულთა ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები მმართველი გუნდის რეპრესიების მსხვერპლი არიან და მათ მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე შეუფარდა.

საქმეზე სასამართლო პროცესი 8 ივნისაა ჩანიშნული. აქციის მონაწილეები სხდომის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ სპორტსმენებს არ გაათავისუფლებენ, ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.