ალაზნის არხში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ალაზნის არხში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

A+ A-

18:58 15/05/2021

კახეთში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტის მინიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ალაზნის არხში გადავარდა. მანქანის ერთმა მგზავრმა წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო.

რაც შეეხება მძღოლს და 6 წლის ბავშვს, ორივე მათგანმა წყლის არხიდან ამოსვლა უვნებლად შეძლო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.