"თუ სუბსიდირება არ გაკეთდა, სხვა გზა არ რჩება, 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი"
"თუ სუბსიდირება არ გაკეთდა, სხვა გზა არ რჩება, 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი"

A+ A-

16:20 17/05/2021

პურის ფასის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ პურის მცხობელთა ასოციაციაში. ასოციაცია სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებებს ითხოვს.

მათი განცხადებით, თუკი აქამდე ქვეყანაში მცხობელები ფქვილს 53 ლარად ყიდულობდნენ, ლარის კურის გაუფასურებამ ფასები შეცვალა.

პურის ფასის გაძვირების თავიდან აცილების გზებზე, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ისაუბრა ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამაც.

"თუ სუბსიდირება არ გაკეთდა 50 ლარიანი, ანუ 53-ად კი არ მოგვცეს ფქვილი, დაახლოებით 50 ლარად, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენს წარმოებებს და იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რომელიც არის. ანდა სხვა გზა არ რჩება, დღევანდელ დღეს 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, რომ ჩვენ რაღაცნაირად თავი შევინახოთ და გავიტანოთ ჩვენი წარმოება", - აცხადებენ პურის მცხობელთა ასოციაციაში.

"როგორ შეიძლება არ გაიზარდოს პურზე ფასი, როდესაც ვთქვათ ხორბლის ფასი, ფქვილის ფასი მაღალია და პურზეც შესაბამისად გაზრდილი იქნება ფასი. თუ მთავრობა და მოსახლეობა შეთანხმდება, რომ პურზე ფასი ისევ არ გაიზარდოს, პურის მწარმოებლები გაზომავენ იმ პარამეტრს, რამდენად უნდა მივაწოდოთ წისქვილკომბინატებმა ფქვილი პურის მწარმოებლებს", - აცხადებს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.