"ევროკავშირი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში ლგბტ თემის უფლებებს ყოველთვის დაიცავენ"
"ევროკავშირი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში ლგბტ თემის უფლებებს ყოველთვის დაიცავენ"

A+ A-

17:23 17/05/2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში ლგბტქ თემის უფლებებს ყოველთვის დაიცავენ.

"აუცილებელია ქვეყანაში სიძულვილის ენის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით. ლგბტ თემის მიმართ ზეწოლა ხშირია, რასაც ზოგჯერ ცუდ შედეგამდე მივყავართ. დიდი გამოწვევაა საზოგადოების აზრიც, როდესაც კულტურას და ტრადიციებს დიდი გავლენა აქვს და ამ კონტექსტშიც პოლიტიკოსების როლი სასიცხოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვენლოვანი მედიის როლიც ამ პრობლემის მოგვარებაში.

ევროკავშირი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში ლგბტ თემის მიმართ გვერდით დგომას გამოხატავენ და მათ უფლებებს ყოველთვის დაიცავენ", -განაცხადა კარლ ჰარცელმა.