დმანისის შესასვლელში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია
დმანისის შესასვლელში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია

A+ A-

18:41 17/05/2021

დმანისის შესასვლელში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა ავტომობილი დააზიანა, მანამდე კი აგრესიული მოქალაქეების ჯგუფმა პოლიციის კორდონი გაარღვია და დმანისის ცენტრისკენ დაიძრა.

დმანისის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. გუშინდელი კონფლიქტის სამმა მონაწილემ ცოტა ხნის წინ დატოვა პოლიციის შენობა, თუმცა ისინი არ საუბრობენ, რა კითხვები ჰქონდათ სამართალდამცველებს.

ამ დრომდე დმანისის პოლიციაში არიან შს მინისტრი და სუს-ის უფროსი. შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.