"ვიმედოვნებ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ვიხილავ პარლამენტში შესულს"
"ვიმედოვნებ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ვიხილავ პარლამენტში შესულს"

A+ A-

19:26 17/05/2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიები მიმდინარეობს და ელოდება, რამდენად შეძლებენ მხარეები აუცილებელ კომპრომისებთან დაკავშირებით შეჯერებას, რათა წინ წაიწიონ 19 აპრილის შეთანხმებაში.

„იმ პოზიციაში არ ვარ, რომ განვსაჯო, თუ როგორაა საქმეები, თუმცა პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიები მიმდინარეობს და განხილვები კვლავ იმართება დღეს. ველოდები, რამდენად შეძლებენ მხარეები აუცილებელ კომპრომისებთან დაკავშირებით შეჯერებას, ვიმედოვნებ, ერთობლივად, რათა წინ წაიწიონ ამ მნიშვნელოვან შეთანხმებაში, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებით ვიცნობთ.

წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მაგრამ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ორი პროექტია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სხვადასხვა პოლიტიკურამ პარტიამ განაგრძოს დისკუსიები, თუ რა ტიპის ამნისტიის შესახებ კანონის ნახვა სურთ. ჩემთვის ნაადრევია იმის თქმა, თუ რაზე შეჯერდებიან. ამ კანონებს შორის არსებობს მსგავსებები და განსხვავებები.

ვიმედოვნებ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ვიხილავ პარლამენტში შესულს, ეს უდიდესი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მონაწილეობას იღებდა მრავალ დისკუსიაში, თავიდან ფასილიტაციაში, მოგვიანებით კი, მედიაციის პროცესში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს შეთანხმება, უზრუნველყოფილ იქნას, რომ ეს შეთანხმება ახალ ეტაპს ხსნის კრიზისიდან და ქუჩიდან პარლამენტში შესვლამდე, ეს მნიშვნელოვანია და ამის იმედი მაქვს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.