"ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო"
"ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო"

A+ A-

20:35 17/05/2021

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხარეები შერიგდნენ. ამის შესახებ მუფტმა ხელისუფლებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება.

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასაულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისისნი ყოველთვის შერიგების და შვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, – განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა.