ბორჯომის ქარხნის მუშები იფიცებიან
ბორჯომის ქარხნის მუშები იფიცებიან

A+ A-

22:30 17/05/2021

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ინფორმაციით, ხვალ, 18 მაისს, ბორჯომის ქარხნის მუშები აქციას გამართავენ. აქცია გაფიცვის სახეს მიიღებს და მთლიანი ქარხანა გაჩერდება.

"კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21 დღიანი მედიაცია მიმდინარეობდა, რომელიც მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა, რის შემდეგაც დასაქმებულები კანონიერ გაფიცვას იწყებენ.

დასაქმებულები ღირსეულ შრომის პირობებისთვის იბრძვიან.

მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდას, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება.

გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.